საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.3 მლრდ ლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 25.07.2016
ნანახია: 1205

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი ივლისისათვის 14.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 849.5 მლნ ლარით ანუ 6.3 პროცენტით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 0.3 პროცენტი). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 475.9 მლნ ლარით ანუ 6.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 373.6 მლნ ლარით, ანუ 6.2 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.5 პროცენტით).   

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 32.75 პროცენტი შეადგინა - პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით 0.32 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.63 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.6 პროცენტი შეადგინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე