„თელასმა“ 2016 წლის 6 თვეში 10 %-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 25.07.2016
ნანახია: 1157

კომპანია „თელასმა“ 2016 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში  „თელასმა“ 1 325,5 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,9% (119 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობას (1 206,5 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 1,7% (9,5 ათასით) ზრდამ გამოიწვია.    2016 წლის იანვარ-ივნისში 2015 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11,2%-ით (128 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 269 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
2016 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 943 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (224 კმ-ით) აღემატება 2015 წლის 6 თვის მაჩვენებელს (4 719 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე