სებ-ი პრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აგრძელებს
საქართველო, თბილისი - 11:10 | 25.07.2016 ნანახია: 1747მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უგანდის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ესტუმრა. რეგიონული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, უგანდელი ბანკირების პროფესიულ ვიზიტს საქართველოს ეროვნულ ბანკში ორგანიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთ აფრიკის ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრმა (IMF East AFRITAC) გაუწია. ქართველმა სპეციალისტებმა აფრიკელ კოლეგებს მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი ანალიტიკური ჩარჩო და გამოცდილება გაუზიარა.
"საქართველოს ეროვნულ ბანკში ვიზიტის განმავლობაში ჩვენმა დელეგაციამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით დაგროვებული ცოდნისა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე მეტად მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. ჩვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში მრავლისმომცველი და კარგად ორგანიზებული იყო. გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიას და მთლიანად ეროვნული ბანკის გუნდს, რომლებმაც დრო გამოყვეს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად", - განაცხადა უგანდის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რობერტ მბაბაზიზმა.
"ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმ მიმართულებებით, რომლებიც მეტად რელევანტურია როგორც უგანდისთვის, ისე ზოგადად აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონისათვის, მათ შორის: სესხი/უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მონიტორინგი, კონტრ-ციკლური კაპიტალის ბუფერის ჩარჩოს განვითარება, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების რისკის პოზიციის შეფასება, სისტემურ დონეზე საკრედიტო რისკების შეფასების მიზნით ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი, სტრეს-ტესტების ჩარჩო და ა.შ. განსაკუთრებით გამოვყოფდი მიკრო და მაკროპრუდენციული ზედამხედველობის ინტეგრაციას. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ძალზედ ღირებული ღონისძიებისათვის", - განაცხადა IMF EAST AFRITAC-ის მრჩეველმა საბანკო ზედამხედველობის საკითხებში, დირკ იან გროლმანმა.
"მოხარულები ვართ, რომ უგანდის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ვუმასპინძლეთ და მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მართლაც, მიკრო და მაკროპრუდენციული ანალიზის ინტეგრაცია ძალზე მნიშვნელოვანია ტრადიციული მიკროპრუდენციული ზედამხედველობისთვის და ასევე, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში სწორედ იქნა აღნიშნული, რომ "შემდგომი წლების განმავლობაში, მაკროეკონომიკული მოდელები შესაძლოა უფრო ინფორმატიული გახდეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხილვის პროცესში; თუმცაღა, მოსალოდნელია, რომ ცალკეულ ბაზრებზე რისკების მიკროეკონომიკური ანალიზი და მათი მიტიგაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები კვლავ წამყვან ადგილს დაიკავებს". ეს განსაკუთრებით რელევანტურია განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამავდროულად, სისტემურ დონეზე რისკების შეფასებისთვის მიკროპრუდენციული ანალიზის გამოყენება ბევრი ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ოთარ ნადარაიამ.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა