რამაზ ბოლქვაძე: აჭარის მოსახლეობა ჩვენგან, მოკლე დროში, ეკონომიკურ სარგებელს ელოდება

საქართველო, თბილისი - 11:16 | 23.07.2016
ნანახია: 1349

აჭარის მოსახლეობა ძალიან მოკლე დროში სწორედ ეკონომიკურ სარგებელს საჭიროებს და ელოდება ჩვენგან, - აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რადიო აჭარის ეთერში სტუმრობისას გააკეთა.

როგორც მინისტრმა განმარტა მისი პრიორიტეტი საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება იქნება.

"ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელესი პრიორიტეტი რა თქმა უნდა საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად წარმოჩენაა. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. რეგიონის მოსახლეობა ძალიან მოკლე დროში სწორედ ეკონომიკურ სარგებელს საჭიროებს და ელოდება ჩვენგან. ეხლა მყისიერი და კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების დროა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი და დაუღავლავი მუშაობა და მე მზად ვარ სამინისტროს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ გუნდთან ერთად ამისთვის”, აღნიშნა რამაზ ბოლქვაძემ.

მინისტრი პირობას დებს, რომ ბათუმში UEFA- სტანდარტების სტადიონი აუცილებლად აშენდება.

”ჩვენ საზოგადოებას ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პირობა მივეცით და მე ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ქალაქს მალე ღირსეული საფეხბურთო სტადიონი ექნება",განაცხადა აჭარის მთავარმა ფინანისტმა და ეკონომისტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე