სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 19:51 | 22.07.2016 ნანახია: 1224სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოში სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით შეიქმნა. ჯგუფი შეიმუშავებს სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) II ფაზის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტში ქართული მხარის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.
სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სოფლად განვითარების სტრატეგიის ძირითადი საკითხები და სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა სოფლის განვითარების სამი ძირითადი მიმართულების მნიშვნელობა: ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანობა; სოციალური მდგომარეობა და ცხოვრების დონე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.
სხდომის მონაწილეებმა სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამიზნე რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პოზიტიური შედეგების მისაღწევად აუცილებელია რეგიონში არსებული პოტენციალის განსაზღვრა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს და საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა 2016-2019 წლებში განხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობას, ასევე მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა