საქართველოში შოკოლადის მთავარი იმპორტიორი უკრაინაა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 22.07.2016
ნანახია: 1756

საქართველო ყოველწლიურად 13-15 ათას ტონა შოკოლადის იმპორტს ახორციელებს. „საქსტატის“ ცნობით, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 5,28 ათასი ტონა შოკოლადის იმპორტი განხორციელდა, რაც 16 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა.

ამ სეგმენტში მთავარი საიმპორტო ბაზრები უკრაინა და რუსეთია, მათზე შესაბამისად, იმპორტის 40,5% და 34% მოდის.

უფრო კონკრეტულად, 6 თვეში, რუსეთიდან 5,95 მლნ აშშ დოლარის 1,8 ათასი ტონა შოკოლადის შესყიდვა მოხდა. უკრაინიდან კი, უფრო იაფი ღირებულების პროდუქტი შემოვიდა - 2,14 ათასი ტონა, რისთვისაც 4,48 მლნ დოლარი გავიდა ქვეყნიდან.

ხუთეულში შედის ბელგია, იტალია და თურქეთი, ამ სამივე ქვეყნიდან 1 მლნ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების შოკოლადის იმპორტი განხორციელდა. ბელგია - 1,44 მლნ - 368 ტონა; იტალია- 1,303 მლნ - 156,7 ტონა და თურქეთი - 1,22 მლნ - 426,6 ტონა;

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, შარშან საქართველომ 42 მილიონი 13,19 ათასი ტონა შოკოლადი შეიძინა, იმპორტი ღირებულებით გამოსახულებაში წლიურად 21%-ით (11,4 მლნ) შემცირდა, რითაც 1,5 ათასი ტონით ნაკლები შოკოლადის შეძენა მოხდა. კლება დაფიქსირდა 2014 წელსაც 2013 წელთან შედარებით. ღირებულებით გამოსახულებაში ექსპორტი 3 მილიონი დოლარით შემცირდა, მოცულობით გამოსახულებაში კი, 432 ტონით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე