უკრაინული ავიაკომპანია ANDA AIR-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც გეგმავს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 22.07.2016
ნანახია: 1433

ახლად დაფუძნებული უკრაინული ავიაკომპანია ANDA AIR-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც გეგმავს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ANDA AIR-მა რომელიც ძირითადად ჩარტერული რეისების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული, თავისი ავიაპარკისთვის პირველი ხომალდი McDonnell Douglas MD-83 უკვე მიიღო.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ამ დროისათვის ავიაკომპანია სერთიფიცირების პროცედურებს აგვარებს და ასევე საცდელ ფრენებს ახორციელებს და სავარაუდოდ 10-15 დღეში პირველი ოფიციალური რეისის შესრულებასაც შეძლებს. პირველს რეისს ავიაკომპანია ბულგარეთის მიმართულებით განახორციელებს. ასევე იგეგმება რეისების შესრულება ალბანეთის და საქართველოს მიმართულებით.

ავიაკომპანიის გეგმაშია ასევე ფრენების განხორციელება თურქეთის, ეგვიპტის, ხორვატიისა და საბერძნეთის მიმართულებით.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ANDA AIR-ი ფრენების განხორციელებას Style Avia-თან და Feerie-თან პარტნიორობით აპირებს.

ავიაკომპანია ავიაპარკის შევსებაზე მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებს და იმედოვნებს, რომ სექტემბერში Boeing 737-400-ის მფლობელიც გახდება.

ANDA AIR-ის მიმდინარე საინვესტიციო პაკეტის ღირებულება 15 მლნ დოლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე