მცხეთაში „ქართული ყველის ფესტივალი 2016“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:40 | 22.07.2016
ნანახია: 2072

24 ივლისს, ქალაქ მცხეთაში „ქართული ყველის ფესტივალი 2016“ გაიმართება. ფესტივალზე, საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილი იქნება მცხეთა–მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტი.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ რაც შეიძლება უკეთ გაიცნოს რეგიონში წარმოებული რძის პროდუქცია და მოხდეს მათი პოპულარიზაცია. ფესტივალზე მოწვეულნი არიან ასევე სტუმრები სხვა რეგიონებიდან, რომლებიც საკუთარ ნაწარმს, მცხეთაში ჩამოსულ სტუმრებს შესთავაზებენ. გარდა ამისა, მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რომელიც სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და ადგილზე შეიძინონ წარმოდგენილი პროდუქცია. ასევე, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ და მონაწილეობა მიიღონ ყველის და დამბალ ხაჭოს მომზადების პროცესში. 
ფესტივალის ორგანიზატორები არიან მცხეთა–მთიანეთის რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია „საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია“, ქალაქ მცხეთის მერია, ასევე, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობები.
ფესტივალის გენერალური სპონსორია „სანტე“, მახრადამჭერი კომპანიებია „ზედაზენი“ „ხილიანი“ და „ნატახტარი“
ღონისძიება ოფიციალურად 12.00 საათზე გაიხსნება და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. ყველის ფესტივალზე მოწვეულნი არიან ასევე მთავრობისა და დიპლომატური კორპუსის წევრები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე