დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 21:08 | 21.07.2016
ნანახია: 1188

საქართველოს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს გააფორმებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პოლიტიკის, კვლევებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორ ფედერიკო ალკოტას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა UNIDO-სთან თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის, მათ შორის, ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. „UNIDO-სგან შემოთავაზებულია ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიეხმარება როგორც ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასვეე არაერთი ინდუსტრიული დარგის განვითარებას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტი ერთი კვირა გასტანს, რომლის დროსაც გაიმართება შეხვედრები საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე