მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში ცვლილებები შევიდა
საქართველო, თბილისი - 15:35 | 21.07.2016 ნანახია: 1275„ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში შევიდა ცვლილებები და გარკვეული მიმართულებები გამარტივდა“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს 21 ივლისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მთავრობის დადგენილების პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გავიდა.
„ეს არის ყველასთვის ცნობილი აღიარების წესი, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შევიდა. აქამდე მას არეგულირებდა პრეზიდენტის ბრძანებულება და შესაბამისად, ახლა უკვე მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდა გარკვეული მიმართულებები, ასევე გაფართოვდა იმ საბუთების ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ უკვე აღიარების კომისიას. ასევე შეიცვალა კომისიის ადგილიც - თუ ისინი აქამდე იყვნენ საკრებულოებში, ახლა გადავლენ გამგეობებსა და მერიებში. კომისიაში, რა თქმა უნდა, საკრებულოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. გარკვეულ ადგილებში დაემატა ასევე სახელმწიფოს ზედამხედველობა და მონაწილეობა. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მისცეს მეტი კერძო საკუთრება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დადგენილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს დაემატა გარკვეული პუნქტები, რომლის მიხედვით მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ აღიარების გზით ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. დამატებულ პუნქტებს შორის შეიძლება აღინიშნოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალში დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი ცნობა-დახასიათების შინაარსის დაზუსტება, კერძოდ: აღიარების კომისიაში წარსადგენ დოკუმენტებს შორის შესაძლებელი იქნება წარმოდგენილ იქნეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა დახასიათება. ასევე ერთ-ერთ დოკუმენტად დამატებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფორმირების წესი. კერძოდ, კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის თანამდებობის პირებისგან. (აქამდე კომისია შედგებოდა საკრებულოს არაუმეტეს 3 წევრის, მერიის/გამგეობის და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან, ხოლო თბილისში დამატებით მერიის სსიპებისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისგან). კომისიის წევრად ასევე შესაძლებელი იქნება დაინიშნოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ასევე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
კომისია წელიწადში ორჯერ მოამზადებს საქმიანობის ანგარიშს, რომელიც გაეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა