აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,4%-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 21.07.2016
ნანახია: 1157

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მლნ ბარელით შემცირდა ანუ 0,4%-ით და შეადგინა  519,5 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 911 ათასი ბარელით და შეადგინა  241  მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 214 ათასი ბარელით და შეადგინა 152,783 მლნ ბარელი.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე