საუდის არაბეთმა ნავთობის მარაგები 2-წლიან მინიმუმ მაჩვენებლამდე შეამცირა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 21.07.2016
ნანახია: 1487

საუდის არაბეთმა გასაწყვეტილება მიიღო და მზარდი შიდა მოთხოვნილების ფონზე,  ნავთობის მარაგებს ამცირებს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საუდის არაბეთის ნავთობის მარაგები შემცირდა მინიმუმ მაჩვენებლამდე 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაცია "Joint Organisations Data Initiative" (JODI)-ის მონაცემები.

მარაგების ოდენობა გასული წლის ოქტომბრის თვიდან შემცირდა 12%-ით 289 მლნ ბარელამდე, რაც ყველაზე ხანგრძლივი დაცემაა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

საუდის არაბეთში წარმოების ოდენობა სტაბილურია 2015 წლის აგვისტოს თვიდან, ის მერყეობს 10,14 მლნ ბარელიდან 10,28 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.

ამასთან, ერ-რიადი ცდილობს ექსპორტის დონის შენარჩუნებას, რათა შეინარჩუნოს თავისი წილი მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ისეთ კონკურენტებთან ბრძოლაში, როგორებიცაა ირანი, რუსეთი...

მაისში სამეფომ განახორციელა თითქმის 7,3 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტი/დღე-ღამეში, რაც 5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე