198 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 21.07.2016
ნანახია: 1161

198 დევნილ ოჯახს, თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, - განკარგულებას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები, 12 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება.

„ჩვენ სრული დატვირთვით ვაგრძელებთ ამ პროცესს, რომელსაც დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე