EBRD-ი „რუსთავის აზოტს“ დააფინანსებს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 19.07.2016
ნანახია: 1166

20 ივლისს, 11:00 საათზე,  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ევრობანკის“ (EBRD) და  „ლოიალ კაპიტალ ჯგუფის“ (LCG ) ერთობლივი  პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც  „ევრობანკისა“ და „ლოიალ კაპიტალ ჯგუფიში“ შემავალი საწარმოს, „რუსთავის აზოტს“  შორის  უპრეცენდენტო  დაფინანსების  შესახებ  შეთანხმების ხელმოწერას ეხება.

პრეზენტაციას  დაესწრება  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური,  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, „ევრობანკის“ დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში ბატონი ბრუნო ბალვანერა, „ლოიალ კაპიტალ ჯგუფის“ დამფუძნებელი და რუსთავის აზოტის მფლობელი  ქართველი ბიზნესმენი  რომა ფიფია,  ასევე მოწვეულები არიან  ბანკების  მმართველები და სხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე