ბათუმში ახალი სანაგვე კონტეინერები დაიდგმება

საქართველო, თბილისი - 15:24 | 19.07.2016
ნანახია: 1462

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს 11 ერთეული დიდი და მცირე ზომის სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა შეემატა. აქედან 5 ერთეული 13 კბ.მ მოცულობისაა. ,,ფორდისა“ და ,,ისუზუს“ მარკის ნაგავმზიდი მანქანები თურქეთიდან იქნა შემოტანილი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მცირე ზომის მანქანები ძირითადად ძველი ბათუმისა და ბულვარის ტერიტორიაზე ივლის, დიდი ზომის ნაგავმზიდები კი, ქალაქის ტერიტორიაზე. ნაგვის გატანა ქალაქის სხვადასხვა უბნიდან ახალ ტექნიკასთან ერთად ძველი ტექნიკითაც განხორციელდება.
სპეცტექნიკის შეძენისთვის ბიჯეტიდან 1 მილიონ 940 ათასი ლარი გამოიყო.

მალე ქალაქში ახალი 300 ცალი 1100 ლიტრიანი და 200 ცალი 240 ლიტრიანი სანაგვე კონტეინერები დაიდგმება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 149 250 ლარი გამოიყო. ასევე დაემატება 100 ცალი დეკორატიული ქვის ურნები და 500 ცალი გერმანული ახალი კონტეინერები, რომლის ღირებულებაც 306 ათას ლარს შეადგენს.
საერთო ჯამში სპეცტექნიკისა და სანაგვე კონტეინერების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 395 ათას 250 ათასი ლარი გამოიყო. სპეცტექნიკა დღეს ვიცე მერმა ბაგრატ მანველიძემ დაათვალიერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე