ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:07 | 19.07.2016
ნანახია: 1235

 დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სამანქანო გზისა და საფეხმავლო ტროტუარების დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, 2400 კვ. მ ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი,  საფეხმავლო ტროტუარები მოასფალტდება და მოეწყობა ბეტონის ბორდიური.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N34-სა და სამტრედიის ქუჩა N51-თან, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-11, მე-5ა და ბ კორპუსებთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე