მწვანე კონცხზე პირსის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 19.07.2016
ნანახია: 1164

ბათუმში, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის ფარგლებში, სასეირნო პირსი მოეწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  პირსის სავალ ნაწილზე, 131,5 გრძ.მ-ზე, დაიგო 664 კვ.მ ხის ფაქტურის ბეტონი არმირებული საფარით. ასევე მოეწყო ლითონის მოაჯირები და 30 ერთეული გარე განათება.
სამუშაოები შპს „მონოლითი-2005-ის“ მიერ განხორციელდა. ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 997 676 ლარი გამოიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე