დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 19.07.2016
ნანახია: 1141

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ივნისში 1153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 294 მლნ. აშშ დოლარი (29 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 859 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 20 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 31 პროცენტი და იმპორტში 18 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 29, 39 და 26 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 15 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივნისში 20 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე