საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 %-ით ნაკლები ივაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 19.07.2016
ნანახია: 1350

2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1394 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 226 მლნ. აშშ დოლარი იყო (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1168 მლნ. აშშ დოლარი (4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 24 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 30, 27 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივნისში 32 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე