1-ელი იანვრიდან საბერძნეთი ტურისტულ გადასახადეს აამოქმედებს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 19.07.2016
ნანახია: 3252

2018 წლის 1-ელი იანვრიდან საბერძნეთი ტურისტულ გადასახადეს აამოქმედებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას RNS-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა გადასახადის მოცულობა 1 ტურისზე 1 ღამის სასტუმროში გათევის შემთხვევაში 4 ევრომდე იქნება და თავის მხრივ ეს ტარიფი დამოკიდებული იქნება თუ რა კატეგორიის სასტუმროში გაჩერდება ტურისტი.

აღნიშნული გადასახადის გადახდა მოხდება როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური ტურების შემთხვევაში.

4 ევროს გადახდა მოუწევს იმ ტურისმ, ვინც ღამეს 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გაათენებს. 3 ევროს გადასხდა მოუწევთ 4 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრების შემთხვევაში, ხოლო 1,5 ევროს გადასხდა ტურისტს 3 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრების შემთხვევაში მოუწევს.

ხოლო ის ტურისტები, რომლებიც იქირავებენ ბინას, აპარტამენტს ან სხვა სასტუმროს ტიპის სახლს დღეში 0,5 ევროდან 1 ევრომდე გადაიხდიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე