იმერეში საპილოტე პროექტის „აბრეშუმი ხარაგაულიდან“ განხორციელება იწყება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 19.07.2016
ნანახია: 1388

იმერეთს რეგიონში საპილოტე პროექტის – „აბრეშუმი ხარაგაულიდან“ განხორციელება იწყება.

აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარის ამოქმედებას ხარაგაულში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულში კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით ამუშავდება.

მეაბრეშუმეობის დარგის განვითარება თუთის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს. მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს უკვე გადასცა, რომელიც ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ.ხარაგაულის მუნიცალიტეტში მათგან 1 000 თუთის ნერგი დაირგო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე