აშშ-მ თურქეთიდან ფრენებს შეზღუდვები მოუხსნა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 19.07.2016
ნანახია: 1106

აშშ-ის საავიაციო ხელისუფლებამ თურქეთიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით შეზღუდვები მოხსნა.

შესამაბისად, 19 ივლისს, 06:45 საათიდან „თურქეთის ავიახაზები“ ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს ავიარეისებს აშშ-ის მიმართულებით.

პირველი ავიარეისი  ნიუ იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტის მიმართულებით უკვე განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე