მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ქუჩების კეთილმოწყობისათვის 2 მლნ 387 ათასი ლარი დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 14:49 | 18.07.2016
ნანახია: 1135

მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოტანიკურ ბაღთან, მისასვლელი ქუჩების გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმისა და ჩაქვის მხრიდან მისასვლელი გზების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა დამცავი კედლები, სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, ტროტუარები, დაიგება დეკორატიული ფილები, ასფალტის საფარი და დამონტაჟდება გარე განათება.

მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ქუჩების კეთილმოწყობისათვის ბიუჯეტიდან 2 387 021 ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზები“ ახორციელებს, თვის ბოლოს დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე