ესპანეთში ლურჯი ფერის ღვინის წარმოება დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 13:16 | 18.07.2016
ნანახია: 1812

ესპანეთის ბაზარზე მომუშავე მოლდოვურმა კომპანია ბაზარზე ლურჯი ფერის ღვინო Gik გამოიტანა.

როგორც პროდუქციის ანოტაციაში წერია, ღვინოს ტკბილი გემო აქვს და ის ესპანური ყურძნისგან მზადდება. რაც შეეხება ლურჯს შეფერილობას, აღნიშნულ ფერს ღვინო ნატურალური პიგმენტის დამატების შედეგად იღებს, რომლის თავის მხრივ ყურძნის ჩენჩოსგან მზადდება.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ლურჯი ღვინო გაყიდვების ლიდერი იქნება. ღვინო ესპანეთის ტერიტორიაზე უკვე იყიდება. მისი შეძენა შესაძლებელია ასევე ინტერნეტის დახმარებითაც.

ერთი ბოთლი  ლურჯი ღვინო 10 ევრო ღირს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე