ანბანის კოშკთან დაზიანებული ფილების აღდგენა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:48 | 18.07.2016
ნანახია: 1219

დღეს, ანბანის კოშკის მიმდებარედ დაზიანებული ფილების ახლით ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

სამუშაოებს ამ ეტაპზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახორციელებს. „საოცრებათა პარკში“ ქვაფენილების დაზიანება 7 ივნისს MAROON 5-ის კონცერტისთვის სცენის კონსტრუქციის შემოტანისა და მონტაჟის დროს მძიმე ტექნიკის მოძრაობამ გამოიწვია.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ ქალაქის შემოვლას. ახლა ვიმყოფებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის. ახლა არის ტურისტული ,,მაღალი სეზონი“ და აუცილებელია ის პატარა ხარვეზებიც, რომლებიც არსებობს, აღმოიფხვრას’’- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე