Apple-მა iPhone 7-თვის უსადენო ყურსასმენები დაარეგისტრირა

საქართველო, თბილისი - 11:59 | 18.07.2016
ნანახია: 1273

აშშ-ს სავაჭრო ნიშნებისა და პატენტის ბიურომ Apple-ს უსადენო ყურსასმენების სავაჭრო მარკა დაურეგისტრირა. თავის მხრივ ბიური ვალდებულია ყველა გაცემული ნებართვა საჯარო გახადოს. სწორედ აღნიშნულიდან გახდა ცნობილი „ჩაკბეჩილი ვაშლის“ სამომავლო გეგმების მიხედვით. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უსადენო ყურსასმენები უკვე iPhone 7-თვისაც მოესწრება.

სავაჭრო მარკა AirPods -ზე განაცხადი თავად  Apple-მა არ შეიტანა. ეს მან კომპანია Entertainment in Flight LLC-ის მეშვეობით განახორციელა, თუმცა რა გამორჩებათ ჟურნალისტებს?

დადგინდა, რომ Entertainment in Flight LLC-სა და Carplay Enterprises -ს ერთიდაიგივე იურიდიული მისამართი აქვთ. Carplay Enterprises -მა კი გასულ წელს მარკა CarPlay დაარეგისტრირა. CarPlay კი არის სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია iOS-ში და ელეტრომობილებისათვის გამოიყენება.

სწორედ ამიტომ ასკვნიან, რომ AirPods-ი სწორედ Apple-მა დაარეგისტრირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე