სოფლის მეურნეობის სამინისტროს 14 მილიონიანი თაღლითური სქემა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 16.07.2016
ნანახია: 1352

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 13 ივნისს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი სტიქიის კვალზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტოსა“ და სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ მონაწილეობით ფულის გათეთრებისა და  მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობთ დაუფლება-მისაკუთრების ფაქტი გამოვლინდა.

„საქართველოს მთავრობამ, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტომ“,  სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფმა“ და შპს „ეი ბი კონსალტინგმა“, მოსახლეობის განხრაზ შეცდომაში შეყვანის ხარჯზე, წინასწარ დაგეგმეს და შეიმუშავეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო სახსრების მითვისების სქემა, რაც სისრულეში მოიყვანეს დოკუმენტურად.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, შემუშავდა „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი კრიტერიუმების არსებობისა და საამისდო წინასწარ შემუშავებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფს“, ხოლო თანადაფინანსების მიზნებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი.

სადაზღვევო კომპანიამ დაბეჭდა სადაზღვევო პოლისები, ხოლო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტომ - სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების თაობაზე შეთანხმების ფორმები. 2015 წლის სექტემბერში მანავისა და კახეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობას პოლისებიც და ფორმებიც ხელმოსაწერად დაურიგდა”, აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მევენახეებისათვის მიცემული განმარტებისა და ხელშეკრულებაში მითითებული პირობის თანახმად, დაზღვევის პერიოდი მოიცავდა ერთ წელს დაზღვევის ხელშეკრულების/სადაზღვევო პოლისისი გადაცემის დღიდან.

„აი სი ჯგუფის“ მიერ წინასწარ დამზადებული და დაბეჭდილი სადაზღვევო პოლისებში „მოსარგებლე 1“-ად შეყვანილი იქნა მევენახე, ხოლო „მოსარგებლე 2“-ად წინასწარ შეყვანილი იქნა შპს „ეი ბი კონსალტინგი“, ისე, რომ ხსენებულზე მევენახეებს არც თანხმობა განუცხადებიათ, არც მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ, არც ინფორმაცია მიუწოდებიათ, თუ რა სტატუსის მატარებელი იყო სადაზღვევო პოლისში მათთან ერთად მითითებული „მოსარგებლე 2“, არც ხელშეკრულება და პოლისი შეიცავდა „მოსარგებლე 2“-ის სტატუსზე ახსნას და არც ის იცოდნენ, რა ვალდებულებები გააჩნდათ მათ „მოსარგებლე 2“-თან.

რელურად, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის წინაშე გარანტად წარდგენილმა კომპანიამ სასესხო ფინანსური ვალდებულებები ისე დააკისრა მოსახლეობას, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და რაც ყველაზე მთავარია, არ იცოდნენ სასესხო ურთიერთობის არსებითი პიროებები (ვადა, პერიოდი, თანხის მოცულობა, გადახდის წესი, ფორმა, გრაფიკის განწერა და ა.შ).

სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოყენებული იქნა იარაღად, საიმისოდ რომ ცალკეულ პირებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ხოლო მოსახლეობა ენდობოდა მათ, ვინაიდან ნდობა გააჩნდათ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მით უფრო, რომ „აგროდაზღვევა“ გამოცხადებული იქნა სახელმწიფო პროგრამად და დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ დაფუძნებული ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტო“, სახელმწიფოს წარმომადგენლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს „აგროდაზღვევის“ სპეციალური სახელმწიფო პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლონოს დანაშაულებრვი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცეს ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში.“, განმარტავს ბეჟაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე