ქუმსიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა იზრდება
საქართველო, თბილისი - 17:32 | 15.07.2016 ნანახია: 1179პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 15 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“. მან მოხსენება გააკეთა თემატურ სესიაზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეს (DCFTA), მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და ეკონომიკურ გავლენას მიეძღვნა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება დაიწყო სამძიმრით საფრანგეთისა და ფრანგი ხალხისადმი 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის დროსაც რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
DCFTA-ზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმა იმ რეფორმებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გამოირჩევა თანამიმდევრული რეფორმებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობა, ექსპორტის ხელშეწყობა, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმა და სხვ. მისი შეფასებით, ყოველივე მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს ქვეყნის განვითარებას და რაც მთავარია, ყველა ეს პოზიტიური პროცესი უნდა აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ბიზნესს გაუჩნდა DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, მათ შორის, საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების თვალსაზირისით. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც იყიდება ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე. იმ დროს, როდესაც საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში დსთ-ს წილი მცირდება, იზრდება ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებელი და 30 პროცენტამდე გაიზარდა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, DCFTA-ის ამოქმედებამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია საქართველოს ბაზარზე. მისი ინფორმაციით, საქართველოში აზიის ქვეყნებიდან გადმოვიდა რამდენიმე წარმოება, რაც DCFTA-ის ამოქმედების პირდაპირი შედეგია. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, ისინი ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისას ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე, რომლებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებში. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ პროგრამებს, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტზე, რომლის დროსაც ხელი მოეწერა 220 მილიონი ლარის ოდენობის ინსტრუმენტს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესში კრედიტის ლარში აღების შესაძლებლობას მისცემს. მისი განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სეგმენტის მეწარმეებისთვის, ასევე უდიდესი ფუნქცია აქვს ევროკავშირის მიერ გამოყოფილ ტექნიკურ დახმარებას.
თემატურ სესიაში ასევე მონაწილეობნენ ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა, რუმინეთის რესპუბლიკის დეპუტატების პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ბირჩალი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორანი და სხვ.
თემატიკური სესიის სპიკერებმა ოფიციალური მოხსენებების შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა