iPhone-ს მომხმარებლების 67%-ი ძველი მოდელების მფლობელია

საქართველო, თბილისი - 12:54 | 15.07.2016
ნანახია: 1314

ანალიტიკური კომპანია Piper Jaffray მალე ბაზარზე iPhone 7-ის გამოჩენას პერსპექტიულად მიიჩნევს. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული რესპოდენტების 44% (გამოიკითხა მხოლოდ Apple-ის სმარტფონების მომხმარებლები) iPhone 7-ის გამოსვლის შემდგომ ძველის ახლით ჩანაცვლებას და ბოლო თაობის iPhone-ს შეძენას გეგმავს.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მომხმარებლების 67 %-ი 2014 წელს გამოშვებული iPhone 6-ის მფლობელია, ეს იმ ფონზე როდესაც 2015 წელს „ჩაკბეჩილმა ვაშლმა“ ბაზარზე iPhone 6S-ი გამოიტანა.

Piper Jaffray-ს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ iPhone 7-ი მინიმუმ 10 %-ით უფრო პოპულარული იქნება ვიდრე iPhone 6S-ი.

აღსანიშნავია, რომ Apple ახალი სმარტფონის - iPhone 7-ის პრეზენტაციას, როგორც ყოველთვის სექტემბერში მოახდენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე