ივნისში, ფულადი გზავნილების მოცულობა 4.9 %-ითაა გაზრდილი

საქართველო, თბილისი - 12:18 | 15.07.2016
ნანახია: 1180

2016 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 230.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.9 პროცენტით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.5 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.3 მლნ აშშ დოლარისა (32.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე