დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერ კარლ ჰაინც კოპფს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 19:47 | 14.07.2016 ნანახია: 1219საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კარლ ჰაინც კოპფს შეხვდა, რომელიც მონაწილეობას იღებს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა.“
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და ავსტრიის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში არად ბენკო.
შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ავსტრიის მიერ საქართველოში საელჩოს გახსნა და მუდმივმოქმედი დიპლომატიური კორპუსი. მხარეებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით ხაზი გაესვა ავსტრია-საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორისთანამშრომლობაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დააღინიშნა ის მნიშვნელოვანიდახმარება, რომელსაც ავსტრიაახორციელებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხში ავსტრია მხარდამჭერი ქვეყანაა. ამჟამად ქვეყნები ნაყოფიერად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და სხვა სფეროებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე თანამშრომლობაზე სამთო ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ავსტრიის გამოცდილება ამ მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავსტრიის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც საქართველოში ბიზნესგარემოს ხელშეწყობა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება წარმოადგენს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარებასა და ამ მხრივ, საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ კუთხით კერძო სექტორის დაინტერესება საქართველოში წარმოების გადმოტანასთან დაკავშირებით შეიძლება საინტერესო იყოს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა როგორც საქართველოს, ასევერეგიონის ქვეყნების ბაზრებზე.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა