“Rey Airlines”-ის მიერ საქართველოში დაფუძნებული ავიაკომპანია ბათუმის აეროპორტში იქნება ბაზირებული

საქართველო, თბილისი - 12:37 | 14.07.2016
ნანახია: 1260

თურქული ავიაკომპანია “Rey Airlines”  საქართველოს დროშის ქვეშ ავიაკომპანიის დაფუძნებას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებასა და სხვადასხვა მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავს. “Rey Airlines“, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიასა“ და „ტავ ჰოლდინგის“ შუამდგომლობით მოლაპარაკებები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან  დღეს გამართა.

აღსანიშნავია, რომ მაისში ავიაკომპანია „Rey Airlines”-ის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით აჭარას სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილს, რომლისგანაც აჭარის ტურისტული პოტენციალის, რეგიონში არსებული ფრენებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

დელაგაციის წევრებმა ინფოტურის ფარგლებში ბათუმის ღირსშესანიშნაოებები და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს, რეგიონის სასტუმრო პოტენციალს გაეცნენ და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე