საპარტნიორო ფონდმა IPM-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 14.07.2016
ნანახია: 1206

საპარტნიორო ფონდმა ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ჯგუფ InfraPartners Management-თან (IPM) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

 InfraPartners Management-ი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოში  საპარტნიორო ფონდთან. კერძოდ, კომპანია დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს განახლებადი ენერგიების, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სხვა სექტორებში.

პირველ ეტაპზე  InfraPartners Management-ი საპარტნიორო ფონდთან და ქართულ-სლოვაკურ კომპანია „ჯინო გრიინსითისთან“  ერთად განიხილავს მწვანე ქალაქის პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიური, მწვანე ენერგიაზე მომუშავე ქალაქის და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

IPM არისლონდონშიდაფუძნებული, მართვის და საკონსულტაციო მომსახურების გლობალური ბრიტანულ-სლოვაკური ფონდი.

IPM-ის გუნდი დიდი გამოცდილების პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მათი ინტერესის სფეროა: ინფრასტრუქტურული დაფინანსება, პროექტისმენეჯმენტი, ფინანსურიმოდელირებადასტრუქტურირება და ა. შ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე