“Rey Airlines”-ი საქართველოში ავიაკომპანიას აფუძნებს

საქართველო, თბილისი - 10:07 | 14.07.2016
ნანახია: 1271

თურქული ავიაკომპანია “Rey Airlines” საქართველოს დროშის ქვეშ ავიაკომპანიის დაფუძნებას და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავს. “Rey Airlines“, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“  შუამდგომლობით” მოლაპარაკებებს,   სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან დღეს გამართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე