სსე-მ WAM-ის პროგრამის დანერგვა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 09:55 | 14.07.2016
ნანახია: 1296

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში  (სსე) სამუშაოსა და აქტივების მართვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის (WAM - Work & Assets Management) დანეგვა დაიწყო. პროგრამის დანერგვას გერმანული კომპანია IPS-ი ახორციელებს.

WAM-ის პროგრამა იგეგმება ძირითადი და დამხმარე ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სწორი, სწრაფი, ოპერატიული, ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების პროცესების მართვის განსახორციელებლად. მისი დანერგვის შემდეგ მოხდება სსე-ში, ამჟამად გამოყენებულ, ისეთ პროგრამებთან ინტეგრაცია და მონაცემთა გაცვლა, როგორებიცაა: ძირითადი საშუალებების მართვის პროგრამა 1C, სარელეო დაცვის პროგრამა CAPE, სადისპეტჩერო პროგრამა SCADA და ა.შ.

WAM-ის პროგრამა საქართველოს ენერგოსისტემის შიგნით და მის გარეთ არასტაბილური მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ძირითად საშუალებებზე ჩასატარებელი სამუშაოების პროცესების პროგრამული დაგეგმვა და მართვა. სამუშაოების ჩატარების შემდეგ შეიქმნება ისტორია კონკრეტული აქტივის შესახებ, რომლის მიხედვით განისაზღვრება აღნიშნული დანადგარის სიცოცხლისუნარიანობა და ვარგისიანობა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ იქნება პირველი ენერგოკომპანია საქართველოში, სადაც აღნიშნული სისტემის დანერგვა განხორციელდება.

პროექტი 2018 წელს დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე