Eurasia Mobile Challenge-ში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:45 | 13.07.2016
ნანახია: 1496

შპს ვიმპელკომი (NASDAQ: VIP), საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია, რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, კონკურსს Eurasia Mobile Challenge-ს იწყებს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ინოვატორების გამოვლენა და მათი მხარდაჭერა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა  და ახალი, წარმატებული მობილური პროექტების შექმნაში.

კომპანია ბილაინის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის MAKE YOUR MARK ფარგლებშიკონკურსი უკვე მეოერდ  ტარდება.

„Eurasia Mobile Challenge„ წარმოადგენს შპს ვიმპელკომის, საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანიის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს  თითოეულ მომხმარებელთან ერთად შეაღოს კარი ციფრულ სამყაროში.

პროექტი შექმნის ტექნიკური და არატექნიკური განათლების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ისეთი შესაძლებლობებს, რაც მათ მომავლის უზრუნველყოფაში დაეხმარება; ამასთანავე, ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ზრდას როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში.

კონკურსის მონაწილე ყველა გუნდს საშუალება ექნება გაიაროს ტრეინინგები და მიიღოს კონსულტაციები ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან, რომლებიც დაეხმარებიან მათ თავინთი იდეების პრაქტიკულ მობილურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაში, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს ვიმპელკომის მომხმარებელს ციფრულ სამყაროსთან.

 "პატარა სტარტაპიდან ვიმპელკომი განვითარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიების კომპანიად, რომელსაც  დღეს უკვე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და შესაძლებლობა აქვს მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე მეტი მოიცვას. ჩვენი, როგორც პიონერის მემკვიდრეობა ჩვენთვის შთაგონების მთავარი წყაროა და ნამდვილი ციფრული მოთამაშედ გარდაქმნის პროცესში ჩასაფრებულები ვართ ისეთი ახალი აპლიკაციების და პროგრამული უზრუნველყოფების გამოსავლენად, რომლებიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენ მომხმარებელთან. ამ ძიებაში, ბილაინი მხარს უჭერს ვიმპელკომის პროექტს "MAKE YOUR MARK „,ხოლო ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ბიზნესიდეებს ევრაზიის მობილური გამოწვევის მონაწილეებისაგან", განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მცირე მეწარმეებს, რომელბიც მუშაობენ მობილური აპლიკაციების მიმართულებით და სატრტაპებს  იმ ქვეყნებიდან, სადაც VimpelCom Ltd-ს ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულები არიან წარმოდგენილი. კონკურსი თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ადგილობრივად ჩატარდება.

ახალგაზრდები შეიმუშავებენ მობილურ პროექტებს და წარმოადგენენ თავიანთ კონცეფციებს ჟიურის წინაშე. მონაწილეებმა ჟიურის უნდა წარუდგინონ პროექტი, რომელიც იქნება მათ ქვეყნებში საზოგადოების წინაშე მდგომი აქტუალური საკითხების და გამოწვევების გადაჭრის საუკეთესო გზა.

 

გამარჯვებული რეგიონალური სამი გუნდი მოიპოვებს კონკურსის Global Mobile Challenge საბოლოო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას, რომელიც ჩატარდება მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე ბარსელონაში, 2017 წლის თებერვალს.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ www.eurasiamobilechallenge.com და დაიწყეთ მუშაობა სამომავლო ინოვაციაზე მობილური სამყაროსთვის.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე