მინა-პლასტიკის ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

საქართველო, თბილისი - 14:03 | 13.07.2016
ნანახია: 1235

 

70 ადამიანი იმუშავებს მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 13 ივლისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმოს შპსკონსტრაქტ ვიჟენიშექმნის, რისთვისაც სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 326 000 ლარად გადაეცემა დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“ 700 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს,

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გამოხატა სურვილი, ახალ საწარმოში დაასაქმოს ასევე 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე