სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 13.07.2016
ნანახია: 1308

13 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 153 125 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,490 პროცენტით,  მაქსიმალური 7,090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6,788 პროცენტით განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე