ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

საქართველო, თბილისი - 23:08 | 12.07.2016
ნანახია: 1317

ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის შემოსულობებისა და განვლილ პერიოდში ჩატარებული დაფიქსირებული ეკონომიების საფუძველზე, ბიუჯეტის ასიგნებები ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით, ჯამში 1 063 513 ლარით გაიზარდა.

 აღნიშნული ცვლილებები რესურსების სხვადასხვა სფეროებზე გადანაწილებას ითვალისწინებს, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს  ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ცვლილებები გახორციელდა, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში.
~




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე