საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია სააჩევნო პროგრამების განხილვის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველო, თბილისი - 18:04 | 12.07.2016
ნანახია: 1656

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები სააჩევნო პროგრამების განხილვის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს იწყებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია  და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ქვეყნის ორი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენთა და მეწარმეთა  გაერთიანებებია, საკუთარ რიგებში აერთიანებს საქართველოს ადგილობრივი კომპანიების  უმეტესობას, რომლებიც  უზრუნველყოფენ  ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდობით ლარის შეტანას და ასეულობით ათასი ადამიანის დასაქმებას.
„საქართველოში   საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც  მიმდინარეობს პარტიების საარჩევნო პროგრამების  გამოქვეყნება, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თითოეული პარტიის საპროგრამო დოკუმენტში ქვეყნის  ეკონომიკის სამომავლო განვითარების  და ამ განვითარებაში ადგილობრივი წარმოების როლის და ადგილის განსაზღვრა. კონკრეტულად  რა საკანონმდებლო, საგადასახადო თუ სხვა პროგრამების და ინიციატივების განხორციელება იგეგმება  სამომავლოდ წარმოების განვითარების ხელშეწყობისა და ახალი  სამუშაო ადგილების   შექმნის  მიზნით.
როგორც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა  და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცის  საპროგრამო დოკუმენტებშია აღნიშნული, ჩვენი მიზანია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს სახელმწოფოსტრუქტურა, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაცა,  შევქმნათ დიალოგის ფორმატი. რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ წარმოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათიგადაჭრის გზების ერთობლივად შემუშავებას და კონკრეტული რეფორმების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ქართული წარმეობის მდგრად განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიებთან პირდაპირი შეხვედრები,  მათი ეკონომიკური პროგრამების განხილვის მიზნით, ქართულ რეალობაში ახალ სტანდარტს დანერგავს”, აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  შეხვედრებისას არც ერთ პარტიას პრიორიტეტი არ მიენიჭება.
„ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ და განვიხილავთ  პარტიების  ეკონომიკური პროგრამები შეთავაზებაზე მიღებული თანხმობის მიხედვით ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მედიის თანამონაწილეობა. პარტიებთან შეხვედრების და საარჩევნო პროგრამებისა გაშუქება უზრუნველყოფს მათ  მიერ პროგრამით განსაზღვრული საკითხების და დაპირების  შემდგომ  შესრულების  პასუხისმგებლობას  და კონტროლს“, აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე