15-16 ოქტომბერს "თბილისობა 2016" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:39 | 06.07.2016
ნანახია: 2231

15-16 ოქტომბერს "თბილისობა 2016" 15-16 ოქტომბერს გაიმართება - ამის შესახებ განცხადება  თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთეა.

დავით ნარმანიას თქმით, დღესასწაული წელს ბევრად მასშტაბური და განსაკუთრებული იქნება.

"თბილისობა 2016"  15-16 ოქტომბერს გაიმართება. 2016 წელს "თბილისობა" განსაკუთრებით გამორჩეული და მასშტაბური იქნება გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი გეგმებიდან და მიზნებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული"-აღნიშნა ნარმანიამ და დასძინა, - "ჩვენ უკვე ვიღებთ სხვადასხვა მოსაზრებებს "თბილისობის" აღნიშვნასთან დაკავშირებით. წინადადებების მიღება 31 ივლისამდე გაგრძელდება. წელსაც "თბილისობა" გარკვეული თემატიკის ფარგლებში იქნება, გასული წლის  თემატიკა იყო ეკოლოგია და გამწვანება, წელსაც ერთი რომელიმე თემის გარშემო გავერთიანდებით. შეიქნება საბჭო, რომელსაც პირადად ვუხელმძღვანელებ, საორგანიზაციო საკითხებს კი, როგორც ყოველთვის, თბილისის მერის მოადგილე გაუძღვება".





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე