ბათუმში მწერალთა სახლისა და დრამატული თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:25 | 05.07.2016
ნანახია: 1663

ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მწერალთა სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ხელმძღვანელი კომპანია "ატუს" წარმომადგენლის განმარტებით, მწერალთა სახლის სარემონტო სამუშაოები ამ წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო განახლებულ დრამატულ თეატრში კი წარმოდგენები 2017 წლის ბოლოსთვის დაიდგმება.

თეატრის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ ლარს აჭარბებს, მწერალთა სახლის ხარჯთაღრიცხვამ კი 720 ათასი ლარი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე