ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად, თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში გამბუზია გაუშვეს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 05.07.2016
ნანახია: 1383

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს მეთევზეთა კლუბის“ ერთობლივი  ღონისძიება  -  ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსასახლებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში.  

ამ ჯიშის თევზმა - გამბუზიამ- უკვე გაანდგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო,  ახლა კი მთელს ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფომრებული  მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა  გამბუზია  დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე