კოსოვოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 13.10.2015
ნანახია: 1936

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ საპროტესტო აქციებს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ოპოზიციონერი პარლამენტარის დაკავებას აპროტესტებდნენ და სამართალდამცავებს ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ.

კოსოვოს პარლამენტის წევრი ალბინ კურთი საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში ცრელმსადენი გაზის გაშვებისთვის გასულ კვირას დააპატიმრეს.

დეპუტატმა გააპროტესტა სერბეთსა და კოსოვოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა. შეთანხმება კოსოვოს სერბებით დასახლებულ რაიონებს დამატებით უფლებებს აძლევს. ოპოზიციის განცხადებით, ეს შეთანხმება ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობას გაამწვავებს და კოსოვოში სერბეთის გავლენას გააძლიერებს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავთა თქმით, არეულობის შედეგად აქციის სამი მონაწილე და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე