ეროვნულ არქივს საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება

საქართველო, თბილისი - 18:00 | 04.07.2016
ნანახია: 1309

ხვალ 5 ივლისს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცის მშენებლობას მოინახულებს და მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს.

1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენების, ექსპოზიციებისა თუ საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად შენდება. 

ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში გამოფენებთან ერთად ჩატარდება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაციები.

ამავე შენობის  ანტრესოლზე განთავსდება მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით;  წიგნების მაღაზიაში კი საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე