სიღნაღის რაიონში გველმა 3 წლის ბავშვი და შუახნის მამაკაცი დაკბინა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 04.07.2016
ნანახია: 1339

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, გველმა 3 წლის ბავშვი და შუახნის მამაკაცი დაკბინა.

მეზობლების ინფორმაციით, ბავშვი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და ეზოში თამაშობდა, როდესაც ქვეწარმავალმა უკბინა. მამაკაცი კი გველმა, ტყემლის კრეფის დროს დაკბინა. ორივე მათგანი ოჯახის წევრებმა წნორის ,,არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს. 

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი შესაბამისი ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე სახლში გაწერეს, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

,,პირველადი პრევენციული მკურნალობა ორივე მათგანს ჩაუტარდა. მამაკაცმა საავადმყოფო რამდენიმე საათში დატოვა. თუმცა, მოსალოდნელი გართულება რომ თავიდან აგვეცილებინა, საჭიროდ ჩავთვალეთ, ბავშვი იაშვილის კლინიკაში გაგვეწერა", - განაცხადა წნორის ,,არქიმედეს კლინიკის“ დირექტორმა ოთარ რუაძემ.

მისივე თქმით, არქიმედეს კლინიკაში ანტიგიურზინი, იმუნოგლუკოილი და რამდენიმე სხვა შრატიც აქვთ. ქვეწარმავლის შხამის საწინააღმდეგო მედიკამენტების მარაგი სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურსაც გააჩნია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე