ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლს - დაკავებულია 1 პირი

საქართველო, თბილისი - 13:50 | 03.07.2016
ნანახია: 1991

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის ბათუმში დაბრუნებას ინციდენტი მოჰყვა. სარფში, საიდანაც ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგები იყვნენ შეკრებილნი. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ მათ შორის მოხდა.

საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა დაპირისპირების განეიტრალება მოახერხეს. დაკავებულია ერთი პირი - მერაბ ღოღობერიძე.

შსს-ს ცნობით, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდამღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. 
ლევან ვარშალომიძემ საზღვარი უკვე გადმოკვეთა და თავის მხარდამჭერებსაც შეხვდა ვარშალომიძის მომხრეებს შორის, რომლებიც მას დახვდნენ, იყო მიხიელ სააკშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ თავის გეგმებზე უახლოს ხანში ისაუბრებს





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე