სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 29.06.2016
ნანახია: 1689

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია "პრაიმნიუსჯორჯიას" ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. სულხან მოლაშვილი 47 წლის იყო.

მათივე ინფორმაციით, მოლაშვილი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და დღეს დილით გარდაიცვალა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1986-1987წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში; 1992-1994წწ. უზენაესი სასამართლოს ინსპექტორი; 1994-1996წწ. კონსულტანტი; 1996 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე