ინგუშეთში სპეცოპერაციისას სამი მებრძოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.10.2015
ნანახია: 1984

ინგუშეთში სპეცოპერაციისას უკანონო შეიარაღებული ფორმირების სამი წევრი მოკლეს, ოთხი კი დააკავეს. ამის შესახებ ”ინტერფაქსი” ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

კონტტერორისტული ოპერაცია ნაზრანის რაიონში ჩატარდა. კომიტეტში განაცხადეს, რომ დამნაშავეები ინგუშეთში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის მონაცემებით ”ნაზრანის დაჯგუფება” მონაწილეობდა ტერორისტულ დანაშალებრივ საქმიანობაში, მათ შორის სამართლადამცველთა და სამოქალაქო პირების მკვლელობებში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე