გარემოს დამცველებმა შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში წყალმოვარდნებზე ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 11:21 | 29.06.2016
ნანახია: 1382

სასტუმრო „ვერე პალასში“ შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში წყალმოვარდნებზე ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების ადრეული გაფრთხილების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სკითხები  განიხილეს.

 შეხვედრა გარემოს  ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)  ორგანიზებით იმართება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების ჰიდროლოგიური კვლევის ცენტრის, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, ლიბანის, იორდანიისა და საქართველოს ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე